logo
ENG



"არ დავუშვებთ ამ კანონს, არც მაშინ და არც ახლა!" - ხარატიშვილი რუსულ კანონზე

13 აპრ 202416:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/13/tq2z3kany81ht4f.jpg

მწერალი ნინო ხარატიშვილი ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება.

"არ დავუშვებთ ამ კანონს, არც მაშინ და არც ახლა!" - წერს ხარატიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, რუსული კანონის მიღება შეუძლებელს გახდის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

"ალა" რუსულ კანონს არა - ! ერთი წლის წინაც არა და ახლაც არა! არც მომავალ წელს არა! აღარასოდეს არა! არ უნდა იყოს მგონი რთული გასაგები, მას შემდეგ, რაც შარშან მოყვა ამ კანონის შემოღების მცდელობას და როცა უკვე ევროპა პირდაპირ გესაუბრება ამ კანონის მიღების შედეგად გაჩენილ საფრთხეზე, როცა გვიცხადებენ, რომ ეს კანონი შეუძლებელს გახდის ევროინტეგრაციას, და . ...

წესით აღარ უნდა უჩნდებოდეს ჩვენს მთავრობას ამ კანონზე სიტყვის დასველების სურვილიც კი, მაგრამ სამწუხაროდ არ ვართ ასეთი გონებამახვილი ხელისუფლებით განებივრებულები და სამწუხაროდ ჩვენი მოკლე მეხსიერების იმედზე არიან, მაგრამ ჩვენი მეხსიერება კარგად ფუნქციონირებს და ამიტომ კვლავ პროტესტის მეშვეობით მოგვიწევს შევახსენოთ ჩვენი პოზიცია: რომ არ დავუშვებთ ამ კანონს, არც მაშინ და არც ახლა!

ეს "ჯაშუშების" მითი და გაუთავებელი, უხილავი მტრის ხატის შექმნა უწყობდა ხელს საბჭოთა კავშირშიც და პუტინის რუსეთშიც ამ ტოტალური პარანოიის დამკვიდრებას, რის შედეგადაც ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელი კრონოსად იქცა, რომელიც ბოლოს საკუთარი შვილების ჭამას შეუდგა!

არაა საჭირო არარსებული მტრის გამოძერწვა! არცჯაშუშებისძიება არასამთავროებსაა თუ სხვადასხვა ფონდებში, რომლებიც საქართველოში სოციალურ, საგანმნათლებო, ადამიანთა უფლებების თუ სამედიცინო სექტორებში განვითარებას უწყობენ ხელს და უამრავ პროექტს ახორციელებენ, უამრავ ადამიანს ასაქმებენ. ჩვენი მტერი რეალურია, ჩვენ მას კარგად ვიცნობთ და ის დღემდე ჩვენს ტერიტორიაზე დგას, მავთულხლართს მიღმა და თვალებში გვიყურებს!", - წერს ხარატიშვილი.

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა